loader

"მინდა იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც რეგულარულად წერს "ყოფილი ქოცი არ არსებობს"..." - მიხეილ სააკაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მინდა იმ ხალხს ვუპასუხო, ვინც რეგულარულად წერს "ყოფილი ქოცი არ არსებობს"..." - მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს.

"მინდა იმ ხალხს ვუპასუხო ვინც რეგულარულად წერს "ყოფილი ქოცი არ არსებობს".

ეს არის სრულიად არასწორი მიდგომა. დემოკრატია თუ გვსურს, ის სწორედ ასე მუშაობს -ერთი და იგივე ხალხი სხვადასხვა დროს იღებს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, ზოგჯერ მცდარ გადაწყვეტილებას.

ჩემი აზრით სერიოზული რყევების მომავალში თავიდან ასაცილებლად უნდა შევიმუშაოთ საზოგადოებრივი შეთანხმება, მას შემდეგ რაც დიქტატურა დემოკრატიით შეიცვლება.

ეს შეთანხმება უნდა დაეფუძნოს რამდენიმე ძირითად პრინციპს, ისეთს როგორიცაა:

1) საქართველოში არის თავისუფალი დემოკრატიული სისტემა, რის პირობებში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრება დაუშვებელია, არჩევნები ტარდება სამართლიანად, ხელისუფლება იცვლება ცივილიზებულად.

2) სასამართლო თავისუფალია

3) საქართველოს ორიენტაცია არის მყარად ევროატლანტიკური

4) მულტიმილიონერებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში

5) სიმდიდრე თანასწორად უნდა გადანაწილდეს.

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ" - წერს სააკაშვილი.