მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს ნაკრებმა მარცხით დაასრულა - ბულგარეთთან საქართველოს ნაკრები 2:1 დამარცხდა
ვილი სანიოლმა მატჩი ამ შემადგენლობით დაიწყო: მამარდაშვილი, გოჩოლეიშვილი, ლოჩოშვილი, კაშია, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.
მატჩი ბულგარელების უპირატესობით დაიწყო, რასაც მალევე გოლი მოჰყვა. მასპინძლებმა მეათე წუთზე გაიტანეს და ანგარიში გაიხსნა. გოლი რუსევმა გაიტანა
მატჩის 24-ე წუთზე ბულგარელებმა მამარდაშვილის კარში მეორე გოლიც გაიტანეს. მეორე გოლი კრასტევის ანგარიშზეა.
პირველ ტაიმშივე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლიმ პირველი ცვლილება განახორციელა - მექვაბიშვილის ნაცვლად მან გიორგი ქვილითაია შემოიყვანა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები შედარებით უფრო მეტს უტევდა, რასაც საბოლოოდ შედეგი მოჰყვა - მატჩის 88-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა გაიტანა და სხვაობა შეამცირა - 2-1