"ეს ხდება დილის 9 საათზე, შორიდან ვიღებ, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს..." - რა ხდება გლდანის173-ე სკოლასთან?
"ეს ხდება დილის 9 საათზე, გლდანის 173-ე სკოლაა გვერდით, სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ამ ხმაურის ფონზე.
მე კიდევ შორიდან ვიღებ, ხედავთ რა სიახლოვეს, სკოლაში მისასვლელ ტროტუარზე შენდება კორპუსი.
არანაირი ხმაურის ნორმები დაცული არ არის, უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებსაც ვერ ვხედავთ, ჩვენი შვილები დადიან ამ სკოლაში და ძალიან მიკვირს რატომ დუმს ადმინისტრაცია" - წერს მოქალაქე ფეისბუქ ჯგუფში " ქალაქის პრობლემები" და ვიდეოს ავრცელებს.