ვინ არის 17 წლის გოგო, რომელიც თანატოლებს სასტიკად უსწორდება?
ფიზიკური შეურაცხყოფა, იძულება, მუქარა - 17 წლის მოზარდს მისივე ასაკის გოგო გაუსწორდა, მომხდარზე საუბარი კი სასტიკად აუკრძალა. დაშინებულმა ალაპარაკება მაინც შეძლო - მომხდარი ჯერ დედას უამბო, შემდეგ - პოლიციას.
"კურიერი P.S.-ი" ბათუმში მსხვერპლი მოზარდის ოჯახის თხოვნით ჩავიდა. გოგონამ, დედის თანხმობით და თანდასწრებით, მომხდარზე საჯაროდ საუბარიც გადაწყვიტა.