"თანამშრომელს ხელი აქვს დაზიანებული, კარები შემოანგრიეს, ფაქტობრივად და ამ დროს დაუზიანდა, ბოთლის ჩარტყმას ცდილობდნენ" - ავლაბარში არასრუწლოვნებმა მაღაზია დააყაჩაღეს
"პირველების" ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა მაღაზია დააყაჩაღეს. შემთხვევა ავლაბარში, სამების ტაძრის სიახლოვეს დღეს გამთენიისას მოხდა.
მოზარდებმა მიისაკუთრეს როგორც მაღაზია "ნიკორას" გამომუშავებული ფული, ისე მენეჯერის ჩანთაში არსებული თანხა. ყაჩაღობაში სამი ადამიანი მონაწილეობდა.
ირკვევა, რომ არასწრულწოვნები მაღაზიის თანამშრომლებს ბოთლის ჩარტყმით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
მაღაზიის თანამშრომლები იხსენებენ, რომ თავდაპირველად ორი მოზარდი შევიდა, რომელიც მაღაზიაში საეჭვოდ გადაადგილდებოდა. მას შემდეგ, რაც მაღაზიის თანამშრომლებმა მათ შენიშვნა მისცეს, მესამე არასრულწლოვანი მენეჯერის ოთახში შეიპარა, საიდანაც თანხა მოიპარა. როდესაც იქ მომუშავეებმა 112-ში დარეკეს, მოზარდები უკვე მუქარასა და ძალადობაზე გადავიდნენ.
"თანამშრომელს ხელი აქვს დაზიანებული, კარები შემოანგრიეს, ფაქტობრივად, და ამ დროს დაუზიანდა ხელი. ბოთლის ჩარტყმას ცდილობდნენ, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვუშვებდით, - ამბობს თანამშრომელი "პირველებთან" საუბარში.
საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო.