loader

5 ქალაქი საქართველოში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - ახალი მონაცემები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

5 ქალაქი საქართველოში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება - ახალი მონაცემები

საქართველოს რამდენიმე წერტილში დღეს ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებლები შეინიშნება. კერძოდ, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი 5 ქალაქში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატებას აჩვენებს.

უფრო კონკრეტულად, ამ მონაცემების მიხედვით, თბილისისა და რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე დღეს „ძალიან ცუდი“ ჰაერია, „ცუდი“ მაჩვენებლები ფიქსირდება თელავში, ახალციხესა და ქუთაისში.

თბილისში „ძალიან ცუდი“ ჰაერია რამდენიმე ქუჩაზე, კერძოდ, აღმაშენებლის გამზირზე N37ა-ში, წერეთლის N105-სა და მარშალ გელოვანის N34-ში. გარდა ამისა, „ცუდი“ ჰაერის მაჩვენებელია ყაზბეგის გამზირზე, ვასო გოძიაშვილის ბაღთან. განაგრძეთ კითხვა