loader

დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნებართვის გარეშე მონაკვეთებზე, ავტომობილის პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ნებართვის გარეშე მონაკვეთებზე, ავტომობილის პრაქტიკული მართვის სწავლებებს ახორციელებდა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ა­კა­ვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლით, ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, რუს­თავ­ში, აკ­რძა­ლულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მარ­თვის სწავ­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და.

ინ­ფორ­მა­ცი­ას შსს ავ­რცე­ლებს.

„ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი თ.ლ. და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის მო­სამ­სა­ხუ­რე თ.ლ., მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი ინ­სტრუქ­ტო­რე­ბის - 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.კ.-ს და 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ე.-ს დახ­მა­რე­ბით, რუს­თავ­ში, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის აკ­რძა­ლულ მო­ნაკ­ვე­თებ­ზე, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნა­თა დარ­ღვე­ვით, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი მარ­თვის სწავ­ლე­ბებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. ასე­ვე დგინ­დე­ბა, რომ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის მხრი­დან დარ­ღვე­ვის გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, თ.ლ. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ავ­ტო­რი­ტე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბით მათ არ აწე­რი­ნებ­და სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმს.

და­ნა­შა­უ­ლი 3 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს”,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.