loader

პირველი ავიაკატასტროფა ქართულ ცაში 100 წლის წინ მოხდა - ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი ავიაკატასტროფა ქართულ ცაში 100 წლის წინ მოხდა - ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში

პირველი ავიაკატასტროფა ქართულ ცაში 100 წლის წინ მოხდა - ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები საქართველოში

11 ნოემბერს მომხდარმა თურქული „ჰერკულესის“ ავიაკატასტროფამ ამ ბლოგის არც თუ მცირე რაოდენობის (რისთვისაც მათ გულწრფელ მადლობას ვუხდი) მკითხველთა შორის გააჩინა ინტერესი, თუ კიდევ როდის და რა სახის ავიაკატასტროფები მომხდარა ქართულ ცაში...

სიმართლე გითხრათ, ამ თემაზე წერა ძალიან რთულია, რადგან ყოველივე ავიაკატასტროფის უკან დაღუპულთა ოჯახების დიდი ტრაგედია დგას და ამით დიდ ტკივილს ვახსენებთ მათ...

ყველაზე რეზონანსული ავიაკატასტროფები,რომლებიც საქართველოს ისტორიაში დარჩება...

ამჯერად იმ ავიაკატასტროფებზე მოგითხრობთ, რომლებიც სამოქალაქო ავიაციის სამგზავრო თვითმფრინავებს შეემთხვათ ქართულ ცაში ან ჩვენი აეროდრომებიდან აფრინდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ათწლეულების განმავლობაში დისლოცირებული საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ავიაკატასტროფები ცალკე თემაა. ამ სტატიაში არ შევეხებით იმ ოთხი სამგზავრო თვითმფრინავისა და მათი მგზავრების ტრაგიკულ ბედს, რომლებიც 1993 წლის 20-23 სექტემბერს აფხაზი სეპრატისტებისა და რუსი ოკუპანტების შეიარაღებულმა რაზმებმა სოხუმთან ჩამოაგდეს და ბაბუშერის აეროპორტში ააფეთქეს, რადგან მას საერთაშორისო ტერორიზმის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. გააგრძელეთ კითხვა...