loader

"ყველამ ვიცით, რომ ეგ ნივთები შიგნით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რა მაცივარი, რა ტელევიზორი ხალხო! - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კადრებზე, რომლებიც განხილვის თემა გახდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველამ ვიცით, რომ ეგ ნივთები შიგნით უნდა დარჩენილიყო, მაგრამ რა მაცივარი, რა ტელევიზორი ხალხო! - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი კადრებზე, რომლებიც განხილვის თემა გახდა?

პარ­ლა­მენ­ტის შე­სას­ვლელ­თან რკი­ნის ჯე­ბი­რის და­ზი­ა­ნე­ბის­თვის კი­დევ ერ­თმა მსჯავ­რდე­ბულ­მა ომარ ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა.

მა­ნამ­დე, სა­პა­ტიმ­რო და­ტო­ვა საქ­მე­ზე კი­დევ ერ­თმა მსჯავ­რდე­ბულ­მა საბა მე­ფა­რიშ­ვილ­მა.

სა­პა­ტიმ­როს­თან გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ში ჩანს, რომ ოკ­რი­ბე­ლაშ­ვილ­მა და მე­ფა­რიშ­ვილ­მა პა­ტიმ­რო­ბი­სას შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი, მა­ცი­ვა­რი და ტე­ლე­ვი­ზო­რი, სა­პა­ტიმ­რო­დან უკან წა­მო­ი­ღეს. ამას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დიდი გან­ხილ­ვა მოჰ­ყვა.

მათ შორის, ამ თე­მა­ზე პოსტი გამოაქვეყნა ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნმა:

"წარ­მო­იდ­გი­ნეთ რომ 18 წლის ასაკ­ში მშობ­ლებს რომ ყოფა შე­უმ­სუ­ბუ­ქო თბი­ლი­სის ზღვას ცუდი ბა­ლა­ხე­ბის­გან წმინ­დავ. ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ. ამა­ში კი ცო­ტას გიხ­დი­ან, მაგ­რამ პუ­რის ფული გაქვს.

ან, ავად­მყოფ მა­მას უკი­დუ­რე­სი გა­ჭირ­ვე­ბის გამო ვერ ეხ­მა­რე­ბი. მი­წურ­ში ცხოვ­რობ სა­დაც ია­ტა­კი მი­წაა და სახ­ლში სულ ტა­ლა­ხია.გშია. წამ­ლის ფული არ გაქვს.ამ დროს, შენ­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის ტალ­ღა­ში ეხ­ვე­ვი. უსა­მარ­თლო­ბის გამო ეჯაჯ­გუ­რე­ბით რკი­ნის ღო­ბეს. მეტს არა­ფერს აშა­ვებ.უბ­რა­ლოდ რკი­ნის ღო­ბეს ეჯაჯ­გუ­რე­ბი ხალ­ხო! რკი­ნის ღო­ბეს!! 400 ლარს არ სცდე­ბა ქო­ცე­ბის მიერ დათ­ვლი­ლი ზა­რა­ლიც კი და ამ დროს გის­ჯი­ან პა­ტიმ­რო­ბას.

იქ გკე­ტა­ვენ სა­დაც მკვლე­ლებს, პე­დო­ფი­ლებს, ტე­რო­რის­ტებს. ყვე­ლას, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქო­ცე­ბის გარ­და. ბო­ლომ­დე იხდი სას­ჯელს. მა­გა­ლი­თად სა­ბას შემ­თხვე­ვა­ში იძუ­ლე­ბუ­ლი ხარ საპ­რო­ცე­სო გა­ა­ფორ­მო, რად­გან გიმ­ტკი­ცე­ბენ რომ თა­ნა­მებ­რძოლს შენს გამო უწევს პა­ტიმ­რო­ბა.

გა­მო­დი­ხარ ცი­ხი­დან და მთე­ლი პრო­პა­გან­და ქურ­დუ­ლით გთხოვს პა­სუხს რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი და მა­ცი­ვა­რი სხვე­ბის­თვის უნდა და­გე­ტო­ვე­ბი­ნა.ანუ პრობ­ლე­მა ამა­ში და­ი­ნა­ხეს... მა­ნამ­დე ხმა არ ამო­უ­ღი­ათ, თო­რემ არა­ვის­თვის ეგ კად­რი მი­სა­ღე­ბი არ იყო. ყვე­ლამ ვი­ცით რომ ეგ ნივ­თე­ბი შიგ­ნით უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. მაგ­რამ რა მა­ცი­ვა­რი, რა ტე­ლე­ვი­ზო­რი ხალ­ხო! რის­თვის ის­ხდნენ ცი­ხე­ში თით­ქმის ორი წელი ამა­ზე ვწე­როთ სტა­ტუ­სე­ბი" - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.