"იახტაზე დამცირება არ აპატია..."- ვინ სცადა "კანონიერი ქურდის", რაულ ბარცბას მოკვლა? - სისხლიანი თავდასხმის დეტალები აფხაზეთიდან
ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქი სოხუმი კიდევ ერთი სისხლიანი კრიმინალური გარჩევის ეპიცენტრი გახდა. 11 ნოემბერს, შუადღისას, გუმსკის ქუჩაზე მიმავალ სამგლოვიარო პროცესიას ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს პირველესი ფიგურა, "კანონიერი ქურდი" 59 წლის რაულ ბარცბა, მეტსახელად "პიზა". ეს ინციდენტი, როგორც რუსული მედია წერს, მრავალწლიანი კლანური ბრძოლის და მზარდი დაუსჯელობის ახალი სიმბოლოა, სადაც დანაშაული უკვე ტრადიციულ „წესებს“ აღარ ემორჩილება.
თავდასხმა სოხუმის "მაყურებლად" ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის, გენადი ადლეიბას პანაშვიდის დროს მოხდა. ადლეიბას დაკრძალვაზე აფხაზეთის კრიმინალური სამყაროს არაერთი გავლენიანი ფიგურა, მათ შორის რაულ ბარცბა („პიზა“) იყო შეკრებილი.
13:20 საათზე, როდესაც პროცესია გუმსკის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, მიტოვებული შენობიდან შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა და რამდენიმეჯერ გაისროლა ზუსტად იმ მონაკვეთის მიმართულებით, სადაც კრიმინალური „ელიტის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. >>>განაგრძეთ კითხვა