loader

როგორ გამოიყურება სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ი - დრონით გადაღბული კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ გამოიყურება სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ი - დრონით გადაღბული კადრები

სიღ­ნა­ღის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, თურ­ქუ­ლი სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვის კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­და. ავი­ა­კა­ტას­ტრო­ფის ად­გილ­ზე ბოლო, მე-20 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რიც იპო­ვეს.

საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენს თვითმფრინავს პერსონალი გადაჰყავდა და ტექნიკური აღჭურვილობა გადაჰქონდა. ბორტზე საბრძოლო მასალა არ ყოფილა“, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის სამინისტრო.

თურქეთის თავდაცვის უწყების ცნობით, C-130-ის ტიპის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავების ფრენები საქართველოში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების გამოძიების დასრულებამდე შეჩერებულია.

„სიფრთხილის მიზნით, 12 ნოემბრის შემდეგ C-130-ის თვითმფრინავების ფრენები შეჩერებულია. ფრენები დეტალური ტექნიკური შემოწმებების შემდეგ განახლდება“, - ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, სამინისტროში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.

„ამ დროისთვის ინციდენტის მიზეზებზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია. ინციდენტის მიზეზებს გამოძიება დაადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. თვითმფრინავი რეისს აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ეკიპაჟის ოცივე წევრის ცხედარი ნაპოვნია.

ვიდეო: Jeikhun Muhamedali