რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?! - თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის 3 ვერსია
ოფიციალური ინფორმაციით, ნაპოვნია ერთი შავი ყუთი, ეძებენ მეორეს, რომელთა გაშიფვრის შემდეგაც გახდება ცნობილი თუ რა გახდა ავტოკატასტროფის მიზეზი, მანამდე კი ვარაუდები გამოითქმის.
kvirispalitra.geაქვეყნებს სტატიას, რომელშიც თვითმფრინავის ჩამოვარდნის სამ სავარაუდო მიზეზს მიმოიხილავს.
თურქული მხარის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ არ დადასტურდეს მათი "ჰერკულესის“ ჩამოგდებაში წინასწარგანზრახული მტრული განზრახვა ანუ ვინმემ ხომ არ ჩადო ასაფეთქებელი მოწყობილობა მის ბორტზე ან კიდევ საზენიტო რაკეტით ხომ არ იქნა ჩამოგდებული ეს "ჰერკულესი“...
პირველი - იმ ვიდეოკადრებით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ქართულ ტელევიზიებს თვითმხილველები ინტერვიუს აძლევენ და თან ახლოდან აჩვენებენ "ჰერკულესის“ ფრაგმენტებს, ბორტის შიგნით აფეთქების ვერსია ნაკლებად სავარაუდოა, რადგან მიწაზე დაგდებული თვითმფრინავის სადესანტო კარი თითქმის დაუზიანებლად მოჩანს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის რვა კმ-ის სიმაღლიდან ჩამოვარდა - მას არ ეტყობა არც აფეთქების ტალღის და არც ნამსხვრევების ზემოქმედების კვალი.
მეორე - გუშინდელ სტატიაში გამოვთქვით ვარაუდი -"გამომდინარე იქიდან, რომ 8 ნოემბერს აზერბაიჯანმა დიდი მასშტაბის სამხედრო აღლუმი ჩაატარა ბაქოში, ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვების ხუთი წლისთავის აღსანიშნავად და მასში თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის გარდა, თურქეთის არმიის სააღლუმო ასეული მონაწილეობდა, ისევე, როგორც თურქული გამანადგურებლების - F-16-ების რგოლი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ "ჰერკულესით“ განჯიდან სამშობლოში აბრუნებდნენ ბაქოს აღლუმში მონაწილე თურქ ჯარისკაცებს ან კიდევ თურქული გამანადგურებელი თვითმფრინავების მომსახურე საინჟინრო შემადგენლობას... განაგრძეთ კითხვა