loader

რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?! - თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის 3 ვერსია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ვერ მოასწრო ეკიპაჟმა განგაშის სიგნალის გადაცემა?! - თურქული "ჰერკულესის" ქართული კატასტროფის 3 ვერსია

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­პოვ­ნია ერთი შავი ყუთი, ეძე­ბენ მე­ო­რეს, რო­მელ­თა გა­შიფვ­რის შემ­დე­გაც გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი თუ რა გახ­და ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი, მა­ნამ­დე კი ვა­რა­უ­დე­ბი გა­მო­ით­ქმის.

kvirispalitra.geაქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას, რო­მელ­შიც თვითმფრი­ნა­ვის ჩა­მო­ვარ­დნის სამ სა­ვა­რა­უ­დო მი­ზეზს მი­მო­ი­ხი­ლავს.

თურ­ქუ­ლი მხა­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევს ის, რომ არ და­დას­ტურ­დეს მათი "ჰერ­კუ­ლე­სის“ ჩა­მოგ­დე­ბა­ში წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლი მტრუ­ლი გან­ზრახ­ვა ანუ ვინ­მემ ხომ არ ჩადო ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა მის ბორტზე ან კი­დევ სა­ზე­ნი­ტო რა­კე­ტით ხომ არ იქნა ჩა­მოგ­დე­ბუ­ლი ეს "ჰერ­კუ­ლე­სი“...

პირ­ვე­ლი - იმ ვი­დე­ო­კად­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, რო­დე­საც ქარ­თულ ტე­ლე­ვი­ზი­ებს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ინ­ტერ­ვი­უს აძ­ლე­ვენ და თან ახ­ლო­დან აჩ­ვე­ნე­ბენ "ჰერ­კუ­ლე­სის“ ფრაგ­მენ­ტებს, ბორ­ტის შიგ­ნით აფეთ­ქე­ბის ვერ­სია ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რად­გან მი­წა­ზე დაგ­დე­ბუ­ლი თვითმფრი­ნა­ვის სა­დე­სან­ტო კარი თით­ქმის და­უ­ზი­ა­ნებ­ლად მო­ჩანს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თით­ქმის რვა კმ-ის სი­მაღ­ლი­დან ჩა­მო­ვარ­და - მას არ ეტყო­ბა არც აფეთ­ქე­ბის ტალ­ღის და არც ნამ­სხვრე­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის კვა­ლი.

მე­ო­რე - გუ­შინ­დელ სტა­ტი­ა­ში გა­მოვ­თქვით ვა­რა­უ­დი -"გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ 8 ნო­ემ­ბერს აზერ­ბა­ი­ჯან­მა დიდი მას­შტა­ბის სამ­ხედ­რო აღ­ლუ­მი ჩა­ა­ტა­რა ბა­ქო­ში, ყა­რა­ბა­ღის მე­ო­რე ომში გა­მარ­ჯვე­ბის ხუთი წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და მას­ში თურ­ქე­თის პრე­ზი­დენტ ერ­დო­ღა­ნის გარ­და, თურ­ქე­თის არ­მი­ის სა­აღ­ლუ­მო ასე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ისე­ვე, რო­გორც თურ­ქუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბის - F-16-ების რგო­ლი, შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ამ "ჰერ­კუ­ლე­სით“ გან­ჯი­დან სამ­შობ­ლო­ში აბ­რუ­ნებ­დნენ ბა­ქოს აღ­ლუმ­ში მო­ნა­წი­ლე თურქ ჯა­რის­კა­ცებს ან კი­დევ თურ­ქუ­ლი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბის მომ­სა­ხუ­რე სა­ინ­ჟინ­რო შე­მად­გენ­ლო­ბას... განაგრძეთ კითხვა