loader

ვრცელდება უმძიმესი კადრები: ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და ცეცხლი ახლოს მდგომ 6 ავტომობილს გაუჩნდა - ვიდეო ნიუ-დელიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება უმძიმესი კადრები: ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და ცეცხლი ახლოს მდგომ 6 ავტომობილს გაუჩნდა - ვიდეო ნიუ-დელიდან

ნიუ-დელიში ავტომობილის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა, - ინფორმაციას ინდური მედიასაშუალება NDTV ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება ინდოეთის დედაქალაქში მდებარე ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, „წითელ ფორტთან“ მოხდა.

სახანძრო სამსახურის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ცეცხლი ახლოს მდგომ ექვს ავტომობილს გაუჩნდა.

„ძალიან ძლიერი აფეთქება იყო“, - განაცხადა ნიუ-დელის პოლიციის წარმომადგენელმა.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.