loader

მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს

მზია ამაღლობელის სააპელაციო სასამართლოში მიიყვანეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა იწყება, ხმაური იყო.

კერძოდ, მზია ამაღლობელის გულშემატკივრებსა და მანდატურის წარმომადგენლებს შორის კამათი იყო. როგორც მზია ამაღლობელის კოლეგები და გულშემატკივრები აღნიშნავენ, მათ ეზოში შესვლის და სხდომაზე დასწრების უფლებას არ აძლევენ.

მანდატურების განმარტებით კი, სასამართლო სხდომაზე დამსწრეთათვის განკუთვნილი დაკავებულია.

შეგახსენებთ, 6 აგვისტოს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელის ადვოკატები ითხოვენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.