loader

მდინარე ლიახვი დაშრა, რის შედეგადაც თევზი მასობრივად იხოცება - რა კადრები ვრცელდება დამშრალი კალაპოტიდან და რას ამბობენ მოქალაქეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდინარე ლიახვი დაშრა, რის შედეგადაც თევზი მასობრივად იხოცება - რა კადრები ვრცელდება დამშრალი კალაპოტიდან და რას ამბობენ მოქალაქეები

მოქალაქეების ინფორმაციით, გორთან ახლოს მდინარე ლიახვი დაშრა, რის შედეგადაც თევზი მასობრივად იხოცება. ინფორმაციას და ვიდეოს "ქართლის ამბები" ავრცელებს

გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მოქალაქეები დამშრალ კალაპოტში გადარჩენილ თევზებს იჭერენ. წინასწარი ინფორმაციით, მდინარის დაშრობის მიზეზი შესაძლოა ქვიშა-ხრეშის საწარმოს საქმიანობა იყოს.

„ქართლის ამბებმა“ კომენტარი სთხოვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, სადაც განაცხადეს, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე სწავლობენ ვითარებას. უწყების განცხადებით, ოფიციალურ კომენტარს შესწავლის დასრულების შემდეგ, ხვალ 11 ნოემბერს გააკეთებენ.