"არჩევნების ლეგიტიმაციას იძლევა ქართველი ხალხი, ეს კარგად გაიგეთ" - კახა კალაძე
"დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყუილით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას" - ამის შესახებ კახა კალაძემ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.