loader

"სა­ჭი­როა ზღვა­რის გავ­ლე­ბა, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე ვი­ჩივ­ლო" - მექსიკის პრეზიდენტს რეაქცია როცა ქუჩაში უცნობი მამაკაცი შეეხო, რა დროსაც მის კოცნას ცდილობდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სა­ჭი­როა ზღვა­რის გავ­ლე­ბა, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე ვი­ჩივ­ლო" - მექსიკის პრეზიდენტს რეაქცია როცა ქუჩაში უცნობი მამაკაცი შეეხო, რა დროსაც მის კოცნას ცდილობდა

მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტი, კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უ­მი უჩი­ვის მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში ხე­ლე­ბით შე­ე­ხო და მის კოც­ნას ცდი­ლობ­და. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა მას ბრალს წა­რუდ­გენს.

ცნო­ბის­თვის, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და მე­ხი­კო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, რომ მექ­სი­კის პრე­ზი­დენ­ტი მხარ­დამ­ჭერ­თა ჯგუფს ესა­უბ­რე­ბა. ამ დროს უც­ნო­ბი მა­მა­კა­ცი მას უკ­ნი­დან უახ­ლოვ­დე­ბა, ცდი­ლობს კი­სერ­ში აკო­ცოს და ხე­ლებს სხე­ულ­ზე უფა­თუ­რებს.

ქალი სწრა­ფად გა­ი­წია და საქ­მე­ში მისი გუნ­დის წევ­რი ჩა­ე­რია. მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს ასე­თი ფორ­მით შე­ე­ხო, და­კა­ვე­ბუ­ლია.

"თუ მას არ ვუ­ჩივ­ლებ, რა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს სხვა მექ­სი­კელ ქა­ლებ­თან? თუ ისი­ნი ასე ექ­ცე­ვი­ან პრე­ზი­დენტს, რო­გორ ექ­ცე­ვი­ან ამ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ სხვა ქა­ლებს? მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ად­რეც გა­მო­მიც­დია, რო­დე­საც არ ვი­ყა­ვი პრე­ზი­დენ­ტი - მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. სა­ჭი­როა ზღვა­რის გავ­ლე­ბა, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტე ვი­ჩივ­ლო", - გა­ნა­ცხა­და კლა­უ­დია შე­ინ­ბა­უმ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.