loader

ფილიპინებს ტაიფუნი "ფუნგ-ვონგი" დაატყდა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი ევაკუირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფილიპინებს ტაიფუნი "ფუნგ-ვონგი" დაატყდა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა, მილიონზე მეტი კი ევაკუირებულია

ფილიპინებს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მეორე ტაიფუნი დაატყდა თავს და სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ავრორას პროვინციაში, აღმოსავლეთ ქალაქ დინალუნგანში, სუპერტაიფუნის სახით „ფუნგ-ვონგის“ ხმელეთზე მოხვედრამდე, მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ტაიფუნმა ღამის განმავლობაში ქვეყნის მთავარი კუნძულის, ლუსონის ნაწილები დააზარალა ძლიერი ქარით, ძლიერი წვიმითა და შტორმებით.