loader

"ბარიატრია არ გეგონოთ..." - როგორ დაიკლო წონაში ნინი შერმადინმა - რას წერს მომღერალი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბარიატრია არ გეგონოთ..." - როგორ დაიკლო წონაში ნინი შერმადინმა - რას წერს მომღერალი?

მომღერალი ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში ავრცელებს ფოტოს სადაც ჩანს, რომ წონაში საგრძნობლად დაიკლო. მომღერალი ამბობს, რომ ამ შედეგის მისაღებად "ბარიატრია არ გაუკეთებია. მისი თქმით, სასურველი წონა სწორი კვების დამსახურებაა.

"ზუსტად სამი წელი ვეჭიდავე საკუთარ თავს, ჯერ ეს არაა საბოლოო შედეგი, მაგრამ მალე მივალ. ხო, ბარიატრია არ გეგონოთ, სწორი კვების (ჭურღულას) დამსახურებაა.

(სწორად რო ვაკეთებდე ალბათ უკეთესი შედეგი მექნებოდა) იმდენი მეძახეს დედალი შრეკი სანამ არ გავბოროტდი კიდე გამაკრიტიკეთ ხოლმე, დადებითად მოქმედებს.

სტიმული ძალიან ბევრს ნიშნავს, ხოდა ეს სტიმულია 21 ნოემბერი, ჩემი პირველი სოლო კონცერტი, სადაც მხოლოდ საკუთარი შემოქმედებიდან შევასრულებ სიმღერებს და გაიცნობთ ნამდვილ ნინის, არა როგორც მომღერალს, არამედ სიმღერების ავტორსაც.

ხოდა გელოდებით ყველას 21 ნოემბერს ფილადელფიაში. ძალიან ბევრი მაგარი რამ მოგიმზადეთ. დაიმახსოვრეთ, მთავარია მონდომება, თორე შეუძლებელი არაფერია." - წერს ნინი შერმადინი