loader

ვინ არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი და რატომ ეძებს მას საქართველოსთან ერთად, უკრაინაც? - პროკურატურამ ელმურაზ მამედოვს ბრალდება წარუდგინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი და რატომ ეძებს მას საქართველოსთან ერთად, უკრაინაც? - პროკურატურამ ელმურაზ მამედოვს ბრალდება წარუდგინა

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­დე­გად, შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბა აღ­კვე­თეს - და­კა­ვე­ბუ­ლია 2007 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პირი. ინ­ფორ­მა­ცია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ავ­რცე­ლა

უწყე­ბის ცნო­ბით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულს სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის, ელ­მუ­რაზ მა­მე­დო­ვის შეკ­ვე­თი­თა და და­ვა­ლე­ბით, უნდა მო­ეკ­ლა ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კა­ბალ­ში მცხოვ­რე­ბი ერთ-ერთი პირი, იმ მო­ტი­ვით, რომ ამ უკა­ნას­კნელ­მა ელ­მუ­რაზ მა­მე­დოვს უარი გა­ნუ­ცხა­და და­ში­ნე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი ფუ­ლა­დი თან­ხის - 200 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის გა­დახ­და­ზე.

"ბრალ­დე­ბულ­მა და­ვა­ლე­ბა სის­რუ­ლე­ში ვერ მო­იყ­ვა­ნა, ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის, ასე­ვე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მისი პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია "მა­კა­რო­ვის“ სის­ტე­მის ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი, მჭი­დი­თა და მას­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ვაზ­ნე­ბით.

და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. გარ­და ამი­სა, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა დას­ტურ­დე­ბა მის მი­მართ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბით, მისი კუთ­ვნი­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით და სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 18-109-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

და­კა­ვე­ბულ­თან და კრი­მი­ნა­ლურ ავ­ტო­რი­ტეტ ელ­მუ­რაზ მა­მე­დოვ­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის დად­გე­ნი­სა და მათ მიერ ჩა­დე­ნი­ლი სხვა შე­საძ­ლო და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის მიზ­ნით, ოპე­რა­ტი­ულ-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა. განაგრძეთ კითხვა