ოქრო ისევ გაძვირდა - რა ღირს 1 გრამი საქართველოში
გლობალურ ბაზრებზე ოქროს ფასი დღის ჭრილში 0.44%-ით გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად 1 უნცია ოქრო ბირჟებზე 4 001 დოლარად ივაჭრება.
აღსანიშნავია, რომ ფასები ბოლო ერთ თვეში 0.58%-ით, ხოლო გასული ერთი წლის განმავლობაში 48%-ით არის გაძვირებული.
ოქროს პარალელურად, 0.24%-ით გაიზარდა ვერცხლის ფასიც. 1 უნცია მსოფლიო ბირჟებზე ამჟამად 48.3 დოლარად ივაჭრება, რაც თვის ჭრილში 0.87%-ით შემცირებული, ხოლო წლიურად 54%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ფასების მატება უკვე აისახა ადგილობრივ ბაზარზე. ასე მაგალითად, თუ გუშინ 1 გრამი 999-სინჯიანი ოქროს ფასი 357 ლარს შეადგენდა, დღეს კი ღირებულება 358 ლარამდეა გაზრდილი.
ამასთანავე, ფასების ცვლილება არ განხორციელებულა ვერცხლის შემთხვევაში. საქართველოში 1 გრამი 999-სინჯის მქონე ვერცხლი დღესაც და გუშინაც 4.45 ლარი ღირდა. სრულად