loader

დაკავებულია "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაკავებულია "კრისტალ ჯგუფის" ხელმძღვანელი - რა ინფორმაციას ავრცელებს საგამოძიებო სამსახური

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე "კრის­ტალ ჯგუ­ფის” ხელ­მძღვა­ნე­ლი და­ა­კა­ვა.

ინ­ფორ­მა­ცი­ას ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

"ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­თან კო­ორ­დი­ნა­ცი­ით ატა­რე­ბენ ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებს და გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას უთ­მო­ბენ სა­კუ­რორ­ტო ზო­ნებ­ში მი­წის მი­სა­კუთ­რე­ბის თუ უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბის სა­კითხს, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს სა­ხელ­მწი­ფო­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს.

გუ­შინ, 2025 წლის 7 ნო­ემ­ბერს, ჩვენ­მა თა­ნამ­შრომ­ლებ­მა,დიდი ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, “კრის­ტალ ჯგუ­ფის” ხელ­მძღვა­ნე­ლი პირი და­ა­კა­ვეს.

საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ “კრის­ტალ ჯგუ­ფის” კო­მერ­ცი­უ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის ქვეშ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შპს „ბა­კუ­რი­ა­ნი ბიზ­ნეს ჯგუ­ფის“ და შპს “ჰო­ტელს მე­ნე­ჯმენტ გრუ­პის” დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა პირ­მა ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბა ბა­კუ­რი­ან­ში, დიდ­ვე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, შე­სა­ბა­მი­სი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, თვით­ნე­ბუ­რად აა­შე­ნა ხუთი სას­ტუმ­რო-აპარ­ტა­მენ­ტი, მო­ა­წყო კერ­ძო სა­ბა­გი­რო, კერ­ძო სა­თხი­ლა­მუ­რო ტრა­სა და ტო­ბო­გა­ნი, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაც ჰქონ­და მხო­ლოდ კრის­ტალ ჯგუ­ფის მომ­ხმა­რებ­ლებს. უნე­ბარ­თვოდ აშე­ნე­ბუ­ლი სას­ტუმ­რო-აპარ­ტა­მენ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, უკა­ნო­ნოდ მი­ღე­ბულ­მა შე­მო­სა­ვალ­მა, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი ლარი შე­ად­გი­ნა.ამ ეტა­პი­სათ­ვის, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია 1 894 925 ლა­რის ოდე­ნო­ბით უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტი.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რად გრძელ­დე­ბა, “კრის­ტალ ჯგუ­ფის” და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლის და მათ­თან შე­საძ­ლო კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის, მათ შო­რის და­ნა­შა­უ­ლის ხელ­შემ­წყო­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის დად­გე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 192-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, 218-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და 194-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 9-დან 12 წლამ­დე ვა­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს.“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.