loader

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მახინჯაურში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სხვენი დაიწვა.

ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის დროს, სახლში მყოფებმა შენობის დატოვება დროულად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. მათი ინფორმაციით, ხანძარი ლიკვიდირებულია.