loader

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურა გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურა გირაოს სახით მილიონ-მილიონი ლარის გამოყენებას მოითხოვს

საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ლიდერების მიმართ ითხოვს გირაოს მილიონ-მილიონი ლარის ოდენობით.

პროკურორის თქმით, საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზოგი ბრალდებულების მიმართ, ვგულისხმობ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. აღნიშნული ბრალდებულების მიმართ ჩვენ ვითხოვთ გირაოს მილიონ-მილიონ ლარს. ხოლო რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს, დანარჩენები იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებაში და ჩვენ მივმართეთ სასამართლოს მათ მიმართ მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე, ვინაიდან მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნები და საფუძვლები უკვე ისედაც აღმოფხვრილი იქნებოდა.

საქმეში არის წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულება, მათ შორის არის სასამართლო განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ოქმები და ვიდეო ჩანაწერები. ასევე არის ექსპერტიზის დასკვნები“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.