"ყველაფერს ფული სჭირდება ამ ცხოვრებაში" - რა ისმის დანაშაულის ჩადენის ამსახველ აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში, რომლებიც სუს-მა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა?
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ნებართვის გარეშე მშენებლობის დაპირებისთვის, სანაცვლოდ კი თანხის მოთხოვნის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.