პროკურატურამ "კანონიერი ქურდობის", "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის", „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ფაქტებზე 43 პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ შსს-ს გენერალურ ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა დავით გუმბერიძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.