როგორ ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას
ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აფასებს.
“აბა ვის გეგონათ რომ როდისმე პოლიტიკოსებს გარეთ გამოუშვებდნენ გამოდით, უნდა დაგთვალოთ.
მათ შორის ისინიც, ვინც ქვეყანა გადააყოლეთ კომპლექსებს და მიშას სიძულვილს.
ყველას თანაბრად მოგხვდათ ქოცური მათრახი. ოღონდ მიშა არა, ვინც გინდა ისო ხომ ამბობდით, ჰოდა მიირთვით,“ - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.