loader

"ოპერაციების მერე რომ სიცოცხლის მეშინოდა, ასე მეგონა, ყოველ მოსვლაზე პალატაში, ახალი სასწაული ენერგია მოჰქონდა..." - რას წერს ხათუნა სამნიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოპერაციების მერე რომ სიცოცხლის მეშინოდა, ასე მეგონა, ყოველ მოსვლაზე პალატაში, ახალი სასწაული ენერგია მოჰქონდა..." - რას წერს ხათუნა სამნიძე?

პოლიტიკოსი ხათუნა სამნიძე, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მეც მყავს ანგელოზები ეკე, ეკა და რამონა. მე და ეკე ერთად დავდივართ ქიმიაზე და არავინ მინახავს ასეთი პოზიტიური და უშიშარი, ბედნიერი და სიცოცხლით ტკბობის სპეციალისტი, როგორც ეს ახალგაზრდა კაცია.

ოპერაციების მერე რომ სიცოცხლის მეშინოდა, ასე მეგონა, ყოველ მოსვლაზე პალატაში, ახალი სასწაული ენერგია მოჰქონდა ჩემთვის და მახსენებდა, რომ ესეც აუცილებლად გაივლიდა ჰოდა, გაიარა, ორივე ვაგრძელებთ" - წერს ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

ytyrt-1762416622.jpg