რომელი ცნობილი პოლიტიკოსის ვაჟთან ჰქონდა სისხლიანი დაპირისპირება ჯაკო ჩარკვიანს 2016 წელს? - რა არის ცნობილი მამუკა ჩარკვიანის ვაჟზე, რომელიც შსს-მ დღეს დააკავა
ჯაკო ჩარკვიანი პოლიციას ჩაბარდა - მომღერლის შვილის მძიმე კრიმინალური წარსული, პროვოკაციაზე საუბარი და დეტალები "სპარის" ინციდენტზე
სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი, მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი, სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ინფორმაცია მისმა მამიდამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. საქმე, რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებას გულისხმობს.
"თავად ჩაბარდა პოლიციას" - დეტალები "სპარის" თანამშრომლებზე ჯგუფურ თავდასხმაზე.
ფაქტი 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში“ მოხდა, რა დროსაც ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე უკვე დააკავეს მანანა გიორგობიანი.
შსს-ს ცნობით, სწორედ მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა ინციდენტის დეტალებზე და განაცხადა, რომ მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას.
თაკო ჩარკვიანი მომხდარს პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ არ იყო „სწორი ახალგაზრდა ბიჭებისთვის დარეკვა“, როდესაც გიორგობიანს შეეძლო თავისი ნათესავებისთვის დაერეკა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მანანა გიორგობიანი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
ვინ არის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი? - მამუკა ჩარკვიანის მეორე ქორწინება და შვილის ოჯახი
ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი ცნობილი მომღერლისა და კომპოზიტორის, მამუკა ჩარკვიანის, მეორე ქორწინებიდან შეეძინა. ჯაკოს დედა გახლავთ ირმა დოლიძე, რომელიც მომღერალმა საკუთარ ეზოში გაიცნო და შეუყვარდა.
რაც შეეხება თავად ჯაკო ჩარკვიანის პირად ცხოვრებას, მედიაში არსებული ინფორმაციით, ის დაოჯახებულია და ჰყავს ერთი გოგონა. ძმის შვილის ქორწილის და შვილის შეძენის შესახებ სხვადასხვა დროს, მამიდის თაკოს სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რადგან თავად ჯაკო სოციალურ ქსელში არ აქტიურობს.
გასროლა იღლიაში, დაზიანებები ჩაქუჩით და სისხლიანი გარჩევები - ჯაკო ჩარკვიანის მძიმე კრიმინალური წარსული
ჯაკო ჩარკვიანის სახელი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა მძიმე კრიმინალურ ინციდენტებთან დაკავშირებით:
1. 2016 წლის სისხლიანი გარჩევა და დაჭრა - 2016 წელს 19 წლის ჯაკო ჩარკვიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი - ყელში, ორი კი - ფეხებში. ოპერაციის შემდეგ სხეულიდან ტყვიები ამოუღეს.
როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩარკვიანი პოლიტიკოს ეკა ხერხეულიძის ვაჟმა დაჭრა. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა ინციდენტი ბათუმში, როცა ხერხეულიძის უმცროსი ბიჭი დაჭრეს. განაგრძეთ კითხვა