რას წერს თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანზე - "მამიდა ინ ექშენ", ძვირფასო მამიდა, ხმის აკანკალებას თავი დაანებეთ.... სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ?"
"მამიდა ინ ექშენ." ეს ქალი"-ს ძახილს რა მიზანი აქვს?? აჰ, "იმ ქალის" ბრალია ყველაფერი და თვითონ არის სპეტაკის მამიდა...", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი წერს, რომელიც თაკო ჩარკვიანის განცხადებებს ეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ თაკო ჩარკვიანის ძმისშვილი, ჯანუკი ჩარკვიანი პოლიციაში გამოიკითხა "სპარის" თანამშრომლების ცემასთან დაკავშირებით. ამ საქმის მთავარი ფიგურანტი მანჩო გიორგობიანია.
"მამიდა ინ ექშენ."ეს ქალი"-ს ძახილს რა მიზანი აქვს?? აჰ, "იმ ქალის" ბრალია ყველაფერი და თვითონ არის სპეტაკის მამიდა... "იმ ქალს" ექნება ალბათ ჯანმრთელობის საბუთები, სათანადო არგუმენტები, მათ შორის, მის სამწუხაროდ დანგრეულ ცხოვრებასთან დაკავშირებით, მაგრამ თქვენს მხარეს რა არგუმენტია, ის, რომ მამიდა ხმას კარგად აკანკალებს?!
ძვირფასო მამიდა, ხმის აკანკალებას თავი დაანებეთ და "კანონი და სამართლიანობის" ფარგლებში იმოქმედეთ, შეაფასეთ ასევე დაზარალებულის მდგომარეობაც ! აჰ, არ გინდათ, იმიტომ რომ, ამ შემთხვევაში, დაზარალებულზე საუბარი არ გაწყობთ??! და "იმ ქალზე" ხელის შეწმენდას თავი დაანებეთ, რადგან ეს უზნეობაა, რაც თქვენს ძმის შვილს არ უკადრია და სავარაუდოდ, არც მერე იკადრებს და ნუ შეგვაწუხეთ თქვენი პირადი პრობლემებით, ყველას ჰყავს ოჯახი, რაც მამიდას ყოველთვის ცალ ფეხზე ეკიდა.
სულ მე, მე რა, (საბჭოელი) თხა ხართ? ნეტავ, დაზარალებულს არ მოსთხოვდეთ იქით პასუხს იმაზე, რომ ბაბუამისს ჯანუკი არ ერქვა და რაღას დავეძებ. ძალით ევროპიელები, ესენი," - წერს წულუკიანი.