loader

“მე ვიცი პატრიარქი, სულით ახლოს ვარ მასთან და მე მან დამიცვა, რაც მას შეიძლება მძიმედ დაუჯდეს - ძალიან დიდი ბრძოლა მოუწია პატრიარქს, რომ იცოდეთ...” - რას ყვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მე ვიცი პატრიარქი, სულით ახლოს ვარ მასთან და მე მან დამიცვა, რაც მას შეიძლება მძიმედ დაუჯდეს - ძალიან დიდი ბრძოლა მოუწია პატრიარქს, რომ იცოდეთ...” - რას ყვება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი

"მე ვიცი პატრიარქი, სულით ახლოს ვარ მასთან და მე მან დამიცვა, რაც მას შეიძლება მძიმედ დაუჯდეს.მათ ჩემი დაჭერა უნდოდათ, დღესაც უნდათ, ძალიან დიდი ბრძოლა მოუწია პატრიარქს, რომ იცოდეთ...

მე ბევრჯერ მიმაყენეს კუთხეში ეკლესიაში, მაგრამ ყოელთვის გამოვდივარ, მე თუ ღვთის საქმეს ვაკეთებ, ღმერთი მე არ მტოვებს..." - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი გადაცემა "სხვა ნანუკაშო" საუბრობს.

ცნობოსთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა და სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად განაწესა.

შესაბამისი ბრძანება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ა.წ. 29 ოქტომბრიდან არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან და განმწესდეს წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურად“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ილია მეორეაწერს ხელს.

შეგახსენებთ, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა. ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მხრიდან "კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები". ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.

სრული გადაცემა იხილეთ იუთუბზე: https://youtu.be/pYfnWTMkBtM