რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ 70 წლის ვაჟა ბერიშვილის, ბექა აგულაშვილს და ანუკა გამსახურდიას ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული 70 წლის ვაჟა ბერიშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. მას მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის გადაწყვეტილებით 1-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ის წუხელ, 21:45 საათზე დააკავეს, შესაბამისად, იზოლატორს დღეს, ამ დროს დატოვებს.
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დემონსტრანტი ბექა აგულაშვილიც. მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევად სცნეს ანუკა გამსახურდიასაც. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლოში კიდევ რამდენიმე პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს.