loader

"ლაშას ხსოვნის პატივსაცემად..." - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ლაშას ხსოვნის პატივსაცემად..." - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს

რესტორანი „ქვევრი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად - მისი სიკეთე და თანაგრძნობა ყოველთვის გვახსოვს…სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გავუზიაროთ მათ სითბო და საკვები, როგორც ამას თვითონ ლაშა გააკეთებდა.

თუ იცით ადგილები, სადაც ადამიანები საჭიროებაში არიან ოჯახები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა თავშესაფრები, ან ადამიანები, ვინც დახმარებას ელიან - გთხოვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ ან მოგვწერეთ პირადში. მადლობას გიხდით დაფასებისთვის!“ - წერს რესტორნის ადმინისტრაცია.

ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.