loader

“მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს.." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს.." - რას წერს მიხეილ სააკაშვილი?

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ყო­ფილ პრე­მი­ერ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ურ­ჩევს სიფრ­თხი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღოს, რად­გან მისი თქმით, “მის პატ­რონს უყ­ვარს სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტი­რე­ბა“.

“2022-ში მას შემ­დეგ რაც ჟე­ნე­ვა­ში მი­ი­ღეს სარ­წმუ­ნო ინ­ფორ­მა­ცია ჩემი მო­წამ­ვლის შე­სა­ხებ, მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, სა­ხელ­გან­თქმულ­მა დოქ­ტორ ტედ­რის­მა და­უ­რე­კა მა­შინ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვილს და უთხრა, რომ ის იმა­ვე დღეს გა­მო­აგ­ზავ­ნი­და თვითმფრი­ნავს ჩემი სა­მე­დი­ცი­ნო ევა­კუ­ა­ცი­ის­თვის.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­უ­გო, რომ მე მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი (ე.ი. მო­ვახ­დი­ნე სი­ცხის, სი­სუს­ტის, კრუნ­ჩხვე­ბის, სხე­ულ­ზე წი­თე­ლი ლა­ქე­ბის, თმე­ბის სას­ტი­კი დაც­ვე­ნის იმი­ტა­ცია) სი­ნამ­დვი­ლე­ში სრუ­ლი­ად ჯან­მრთე­ლი ვი­ყა­ვი და არ­სად არ გა­მიშ­ვებ­დნენ.

ხოდა ახლა მინ­და ვურ­ჩიო ღა­რი­ბაშ­ვილს, იგი­ვე ჰა­კიმ ფაშა ტრიტ­რის, მო­ე­რი­დოს შეკ­ვე­თილ საკ­ვებს, ხინ­კალს, ხაშ­ლა­მას, სუ­პებს და ბევრ სხვა პრო­დუქტს, რო­მელ­შიც შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ნო­ვი­ჩო­კი ან მძი­მე მე­ტა­ლე­ბი. მის პატ­რონს უყ­ვარს ეკა­ტე­რი­ნე მე­დი­ჩი­ვით (ხვე­დე­ლი­ძე­ზე არაა სა­უ­ბა­რი, არა­მედ საფ­რან­გე­თის მომ­წამ­ლავ დე­დო­ფალ­ზე) სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით ექ­სპე­რი­მენ­ტი­რე­ბა.

ასე­ვე არ გა­ი­მე­ო­როს ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლის და გლ­და­ნის ცი­ხის უფ­რო­სის შეც­დო­მე­ბი და და­ხუ­რულ ნა­გე­ბო­ბა­ში შეს­ვლი­სას ყო­ველ­თვის და­აკ­ვირ­დეს შეტ­რი­ა­ლე­ბუ­ლია თუ არა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა. ვინ ვინ და ჰა­კიმ ფაშა ზუს­ტად იც­ნობს მა­მა­მარ­ჩე­ნა­ლის ამ რუ­სე­თი­დან გა­მო­ყო­ლილ მე­თო­დებს.