"კვირაზე მეტია საქართველოს მთავრობისგან ძალიან მარტივ რამეს ვითხოვთ!" - ალეკო ელისაშვილის ბრიფინგი
„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს მთავრობას მოუწოდა, გაასაჯაროონ ხელშეკრულება, რომელიც მათ ერთ-ერთ არაბულ კომპანიასთან გააფორმეს.
როგორც ელისაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ხელშეკრულება ითვალისწინებს 9 მილიონი კვ მეტრი ქართული მიწა-წყლის არაბებისთვის გადაცემას, რაც არის ერთი მხრივ, „ანტიეროვნულ გადაწყვეტილება და მეორე მხრივ, არაბული აფიორა“.