loader

"ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი" - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი" - რას აცხადებს ივანე ჩხაიძე?

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.

ამის შესახებ მან "მედიაცენტრ მთავარში" ისაუბრა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.

მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.