რა ჩანს კადრებში, რომლებიც გლდანის ერთ-ერთ საჯარო სკოლასთან მშობელმა დააფიქსირა ? - "მოახდინეთ სწრაფი რეაგირება, რომ შევძლოთ სკოლის ეზოში მშვიდად გადაადგილება"
გლდანის "ფეისბუქ" ჯგუფში მოქალაქე ავრცელებს ვიდეოს ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოდან, სადაც მისი თქმით, ძაღლები იმყოფებიან.
"გლდანის ერ -ერთი საჯარო სკოლა - ამ შემთხვევაში ბავშვებს ან მშობლებს რით ვიცავთ?
არ ვარ ძაღლთ მოძულე, უბრალოდ სკოლის ეზოში ესე ძაღლების ყოფნა მიზანშეწონილია?
მოახდინეთ სწრაფი რეაგირება, რომ შევძლოთ სკოლის ეზოში მშვიდად გადაადგილება" - წერს მაგდალენა კუხალაშვილი.