loader

სესხები გაძვირდა - როგორია საპროცენტო განაკვეთები ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სესხები გაძვირდა - როგორია საპროცენტო განაკვეთები ლარსა და უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებზე

2025 წლის სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სესხებზე საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, სექტემბერში სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.95% იყო, 2024 წლის სექტემბერში კი 12.79%.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სექტემბერში ზრდა უფრო მეტად ლარში აღებულ კრედიტებს შეეხო. კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, გასულ თვეს საპროცენტო განაკვეთები ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე 15.89%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 14.47%-ს. მათ შორის, იურიდიულ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთებმა 11.49%-დან 13.99%-მდე მოიმატა, ხოლო ფიზიკური პირებისთვის 17.14%-დან 17.67%-მდე.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში გაცემულ კრედიტებს, აქ გაიზარდა როგორც ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები, ასევე იურიდიულ პირებზე. კერძოდ, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის სექტემბერში ფიზიკური პირებისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთები 8.36%-ს შეადგენდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 8.13%-ს. იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები კი 9.51%-დან 9.54%-მდე გაძვირდა. განაგრძეთ კითხვა