loader

"აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო...ტაქსს გადაუჭრა წინ გზა" - გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო...ტაქსს გადაუჭრა წინ გზა" - გიორგი ახობაძე აცხადებს, რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ

ექიმი გიორგი ახობაძე ამბობს, რომ აეროპორტიდან სახლში მიმავალს თავს დაესხნენ.

მისი თქმით, თავდამსხმელებმა უთხრეს, რომ პოლიციიდან იყვნენ:

"აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო... ბოლო მოდელი. ტაქსს გადაუჭრა წინ გზა - ვიღაც ტიპები გადმოხტნენ, პოლიციიდან ვართ, ღონისძიება ტარდებაო.

კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ - ეგენი არიან, ლაშა ბასლანძის სამეგობროს ან ვიღაცა მაგათი მოგზავნილი ტიპები, ან თვითონ ეგენი. როცა ვიძახი რომ ტერორისტები არიან-თქო, არიან ტერორისტები.

შუა ქალაქში, ტაქსს უცებ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა.

რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გამოიძიებს..." -ამბობს გიორგი ახობაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.