loader

„ვცდილობთ ცოცხლად გამოვიყვანოთ, მაგრამ სიტუაცია რთულია..." - ვრცელდება ნგრევის მომენტში გადაღებული კადრები რომიდან, სადაც საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„ვცდილობთ ცოცხლად გამოვიყვანოთ, მაგრამ სიტუაცია რთულია..." - ვრცელდება ნგრევის მომენტში გადაღებული კადრები რომიდან, სადაც საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა

რომში შუა საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რომში, კოლიზეუმთან ახლოს მდებარე მე-13 საუკუნის კონტის კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა.

კოშკის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად ოთხი მუშა დაშავდა. დაშვებულთაგან ორს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, ხოლო ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეოთხე მუშა ნანგრევებში მოჰყვა და მისი გამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა მაშველების განცხადებით, ის ცოცხალია.

„ვცდილობთ ცოცხლად გამოვიყვანოთ, მაგრამ სიტუაცია რთულია დამატებით ჩამონგრევის რისკის გამო“, - განაცხადა ეროვნული სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა, ლუკა ქარიმ.