ქალმა ქმრის ქორწილში მისი ახალი ცოლისთვის იცეკვა - კადრები განხილვის თემად იქცა
ბოლო დღეებია, სოციალური ქსელების მომხმარებლები ჩეჩნეთში გამართული ქორწილის ვიდეოს განიხილავენ, სადაც მთავარი გმირი სიძე და პატარძალი არ არიან. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ლიმდა იბრაგიმოვა – ნეფის ამჟამინდელი მეუღლე, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მეორე შვილი გააჩინა და ქმრის მეორე ქორწილში ცეკვავდა.
ვიდეოში, სადაც ლიმდა შავ კაბასა და წითელ თავსაფარშია, მისი ყოველი მოძრაობა ემოციების ზღვარზეა. ადგილობრივი წესების მიხედვით, თუ ქორწილში პირველი ცოლი იცეკვებს, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში ახალი პატარძალი სიხარულით მიიღეს, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებისთვის ეს სხვა რამის სიმბოლო გახდა – ქალის დიდი ტკივილის, ღირსებისა და ძლიერი სულის.ლიმდამ, რომელმაც ქმრის მეორე ქორწილის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეიტყო, ცერემონიაზე დასწრებაზე უარი არ თქვა. მისი მეგობრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას ქმრის ყურადღება ესაჭიროებოდა, რადგან მეორე ქალიშვილი სულ რაღაც სამი კვირის წინ გააჩინა, გადაწყვიტა, წვეულება არავისთვის გაეფუჭებინა და, ტრადიციის დაცვით, ქმრის ახალი ცოლის წინაშე იცეკვა.
რამდენიმე დღეში ლიმდამ სოციალურ ქსელში ასობით ათასი გამომწერი დააგროვა. მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ეს მისთვის უდიდესი მორალური ტვირთი იყო, მისი ცეკვა ნამდვილ ჰიტად იქცა და საზოგადოების მხარდაჭერის უზარმაზარი ტალღა გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა