ვადა დღეს იწურება, რა უნდა იცოდეთ, თუ ჯერ კიდევ არ შეგივსიათ დეკლარაცია და ვის არ აქვს დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება?
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოსახლეობას შეახსენებს ქონების გადასახადის დეკლარირების ვადის დასრულების შესახებ და მოუწოდებს დეკლარაციები 3 ნოემბერს სამუშაო დღის დასრულებამდე წარადგინონ - ამის შესახებ უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში არის აღნიშნული.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს შეახსენებს, რომ 3 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის გადასახადის წლიური
დეკლარაციის წარდგენის ვადა. მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება, დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა, შესაბამისად მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან წარდგენილ
დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ, შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით. დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ
საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები, სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას. აქვე, გადასახადის გადამხდელების ინფორმირების მიზნით დეტალურად განვმარტავთ, იმ
პირების ჩამონათვალს, რომლებიც მიწის დაბეგვრისას შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ," - ნათქვამია უწყების მიერ გვარცელებულ განცხადებაში.