იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა - "ეს გოგო ახლა მე სადაც ვმუშაობ, ამ ოჯახში ორი წელი მუშაობდა.."
იტალიაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. 38 წლის ნანიკო სირაძის შესახებ ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.
გამოცემის - "მთავარი ამბები კახეთიდან" ცნობით, ახალგაზრდა ქალი ქალაქ მილანში ცხოვრობდა და მუშაობდა. ბოლო პერიოდში კი მძიმე სენს ებრძოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამსახურის დატოვება მოუწია.
გარდაცვლილი წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლიდან იყო.
ოჯახის წევრები ცხედრის საქართველოში გადმოსვენების პროცედურების დასაწყებად, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციას ცდილობენ.
"ეს გოგო ახლა მე სადაც ვმუშაობ, ამ ოჯახში მუშაობდა ორი წელი. სულ დადებითად აფასებენ. ბებია, შვილები დღე არ გავიდოდა რომ არ მოეკითხათ. არ ვიცნობდი ახლოდან, მაგრამ იმდენად კარგს ამბობდნენ ამ გოგოზე, წარმოდგენაში ანგელოზად მიმაჩნდა. ძალიან დაგვწყვიტა გული ყველას ..ნათელი შენს სპეტაკ სულს გამძლეობა ოჯახს...
თბილი, ყურადღებიანი, სულ სხვებზე ზრუნავდა...
ვაიმე, რომ არ გცნობდე, ხმასაც არ ამოვიღებდი, მაგრამ მართლა მაგარი გოგო იყავი. გულიანი მოკითხვა იცოდი. ვაი, შენ დედას, გული ატკინე, გული ჩაწყვიტე და გვატკინე ყველას. მთელი ემიგრანტების გულის ტკივილი გახდი. რომ გავიგე, ჯერ მარტო გული ჩამეწვა, რა უნდოდა შენთან ავადმყოფობას. ვაიმე, შენ ბრწყინვალე სულს არ მოკლებოდეს სანთელი. გეფინოს ია-ვარდი დახატულო ნანიკო...
ნანიკო როგორ დამწყვიტე გული..." - წერენ გარდაცვლილის ახლობლები.