კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს - "12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათს მოსახლეობასთან შეხვედრები მექნება"
12 ნოემბრიდან, ყოველ ოთხშაბათ დღეს, ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, მექნება შეხვედრები მოსახლეობასთან, უკვე თბილისის მერიაში 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, რაც მომცემს შესაძლებლობას პირისპირ გავესაუბრო თბილისელებს, რათა არ დარჩეს არცერთი მოქალაქე, ვინც ვერ ახერხებს ხმის მოწვდენას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მანვე ისაუბრა იმ პასუხისმგებლობაზე, რაც მესამე ვადით დედაქალაქის მართვას ნიშნავს.