loader

დანით თავდასხმა მატარებელში - რა მოხდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 10 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დანით თავდასხმა მატარებელში - რა მოხდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 10 ადამიანი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში დანით თავდასხმის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, თავდასხმა კემბრიჯშირში, მატარებელში მოხდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა, მათგან ცხრა ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

ბრიტანეთის პოლიციის ცნობით, „თავდასხმის გარემოებებისა და მოტივაციის დასადგენად“ გამოძიება კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მომხდარს „ღრმად შემაშფოთებელი ინციდენტი“ უწოდა.

„მატარებელში, ჰანტინგდონის მახლობლად მომხდარი საშინელი ინციდენტი ღრმად შემაშფოთებელია“, - დაწერა სტარმერმა X-ზე.