პენსია და ხელფასები იზრდება - ცნობილია ვინ რამდენ ლარს მიიღებს 2026 წლიდან
2026 წლის იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზრდება - ამის შესახებ აღნიშნულია 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში.
უფრო კონკრეტულად, მომავალი წლიდან 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში 595 ლარს გაუტოლდება;
70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო დაწესებულებებში ხელფასები ისევ იზრდება.
კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს. შედეგად, როგორც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტშია აღნიშნული, ბოლო 4 წლის განმავლობაში საჯარო სექტორში ხელფასები 46%-ზე მეტით გაიზრდება.
უფრო კონკრეტულად, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდებათ:
პოლიციელებს;
ჯარისკაცებს;
საჯარო სკოლების მასწავლებლებს;
ბაღის თანამშრომლებს;
პირველადი ჯანდაცვის პერსონალს.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საჯარო სკოლების მასწავლებელთა საშუალო ხელფასის ზრდა 700-800 ლარის ფარგლებში მოხდება, ხოლო საბავშვო ბაღების პერსონალის საშუალო ხელფასის 400-500 ლარით.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის შესაბამისად, მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც.
პრეზიდენტი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
პრემიერ-მინისტრი (კოეფიციენტი 10) - თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
მინისტრი (კოეფიციენტი 8.5) - თვეში 13 600 ლარი, წლიურად 163 200 ლარი;
პარლამენტის თავმჯდომარე (კოეფიციენტი 10) – თვეში 16 000 ლარი, წლიურად 192 000 ლარი;
პარლამენტის წევრი (კოეფიციენტი 8) - თვეში 12 800 ლარი, წლიურად 153 600 ლარი. განაგრძეთ კითხვა>>>