რუსთაველის გამზირი, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, პოლიციამ გახსნა
რუსთაველის გამზირი, რომელიც აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ, შსს-ს წარმომადგენლებმა გახსნეს.
მათ მოქალაქეები უშუალოდ პარლამენტის წინ, ტროტუარისკენ გადასწიეს.
მანამდე კი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა, აქციის მონაწილეებს გზის გახსნიკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
მომიტინგეები, რომლებიც ყოველდღიურად იკრიბებიან პარლამენტთან, ითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.