loader

"შესაძლოა, რაიმეს ვერ დავაკვირდი... იმხელა ბრალდებაა, 9 მილიონი ლარი, არ ვიცი" - რა თქვა სასამართლოში ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ? - კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შესაძლოა, რაიმეს ვერ დავაკვირდი... იმხელა ბრალდებაა, 9 მილიონი ლარი, არ ვიცი" - რა თქვა სასამართლოში ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ? - კობა გაბუნიას პატიმრობა შეეფარდა

ცხოვრებაში რაიმე მატერიალური სარგებელზე არ მიფიქრია. შეიძლება რაღაც გამომრჩა, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ კობა გაბუნიამ, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ინფორმაციას interpressnews.ge ავრცელებს.

მისი თქმით, მას არანაირი სარგებელი არ მიუღია.

„მინდა განვმარტო, რომ არასდროს ცხოვრებაში რაიმე მატერიალური სარგებელზე არ მიფიქრია. შეიძლება რაღაც გამომრჩა, მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა. ბევრი კომპანია იყო, პროცესები მიმდინარეობდა, მაგრამ რაიმე სარგებელი არ მიმიღია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ძლიერი იყო. უამრავი კრიტერიუმები იყო, მაგრამ ის, რომ მე ვინმეს რაიმე დავავალე... არ უნდა გამომრჩენოდა კი ბატონო. მე სარგებელს არასდროს არ ვეძებდი.

ავანსი გაცემული იყო ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველას თანაბარი შანსი ჰქონოდა. რაიმე დაინტერესება, სარგებელი და გამორჩენა არ მქონია. საქმის მასალებს ვერ გავეცანი. ტელევიზიით გავიგე, რომ კომპანიამ რაღაც არ შეასრულა. მაგრამ ამ კომპანიასთან შეწყდა თანამშრომლობა. მე, 218 ბაღის ყველა შესყიდვას და დოკუმენტაციას ვერ გავეცნობოდი. არ არის გამორიცხული, რომ რაიმე გამომრჩა. შესაძლოა, რაიმეს ვერ დავაკვირდი. იმხელა ბრალდებაა, 9 მილიონი ლარი, არ ვიცი.

არასდროს დავმალულვარ. ოჯახს მე ვარჩენდი, ჩემს კმაყოფაზე მყავს ჩემი ოჯახი, ასევე ჩემი მშობლებიც, მათ შორის, მეუღლის მშობლებიც. ვერავინ მთხოვდა და ვერ დამავალებდა, რომ - ამას ეს მიეცით. ყველაფერი, ობიექტურად მიმდინარეობდა",- განაცხადა კობა გაბუნიამ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ამ გადაწყვეტილებით, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.