ლაშა ბასლანძეს 4 ნოემბერს დაკრძალავენ
ლაშა ბასლანძეს სამშაბათს, 4 ნოემბერს დაკრძალავენ. ინფორმაცია რესტორან "ქვევირს" ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
"სამძიმარი: კვირას და ორშაბათს - დიღომი 7, ოლა სოლოღაშვილის I შესახვევი.
გამოსვენება სამშაბათს, საბურთალოს ამაღლების ეკლესიიდან, 14:00 საათზე" - ნათქვამია ინფორმაციაში.
რესტორან "ქვევრის" მეპატრონისა და მუსიკალური პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის გარდაცვალების შესახებ ცნობა 27 ოქტიმბერს გავრცელდა, რომლის თანახმადაც, ის იტალიაში დაიღუპა.